Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№01/29-01

18.01.2021წ.

ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ანტი-პლაგიატის კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტების და  მე-6 პუნქტის  „საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ანტი-პლაგიატის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

გ) ირმა მშვენიერაძე - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის წევრი.

დ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ე) ნინო ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ვ) ნინო ტალიკაძე - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

2. დაევალოს ფაკულტეტის ანტი-პლაგიატის კომისიას, უზრუნველყოს ანტი-პლაგიატის საკითხებთან დაკავშირებით უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოქმედი სამართლბრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა.

3.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი          გიორგი ღაღანიძე